ზაჰესში დაკარგული 3 წლის ბავშვი იპოვეს

ზაჰესში დაკარგული 3 წლის ბავშვი იპოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბავშვი ჯანმრთელად არის და მშობლებთან ერთად იმყოფება.

„ბავშვი ნაპოვნია. უვნებლად და ჯანმრთელად არის. ამ დროისთვის იმყოფება მშობლებთან ერთად. გასაუბრების შემდეგ მეტი დეტალი გახდება ცნობილი“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/549667-zahesshi-dakargulihttps://www.interpressnews.ge/ka/article/549667-zahesshi-dakarguli-3-clis-bavshvi-ipoves

Blog at WordPress.com.

Up ↑

Design a site like this with WordPress.com
Get started